“დინამომ” კოვიდიანი “თელავი” ლეგიონერებით გატეხა
ეროვნული ლიგის მე-5 ტურში “თელავმა” თბილისის “დინამო” მიიღო და 0-3 დამარცხდა. “თელავში” მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და გუნდს სათადარიგო სკამზე მხოლოდ 2 ფეხბურთელი, მეკარე და ბრაზილიელი მცველი ჰყავდა. “დინამომ” მეტოქეს პირველი გოლი მხოლოდ 63-ე წუთზე გაუტანა, მაგრამ 10 წუთიან მონაკვეთში 3-ჯერ გაუტანა და გამარჯვება მოიპოვა. 3-ვე გოლი ლეგიონერების ანგარიშზეა.
63-ე-ზე მარუშიჩმა გაიტანა, 69-ზე სპორსკლედემ, 72-ზე რადინმა შეაგდო.
მოედანზე დიდი ხნის შემდეგ ტრავმის შემდეგ მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე დაბრუნდა.
თელავი 0-3 დინამო
გოლები: მარუშიჩი 63, სპორსკლედე 69, რადინი 72
თელავი: სანიკიძე – აშორტია (კარნეირო 72), კაპანაძე, თევზაძე, ბერიაშვილი, შერგელაშვილი, ჯანელიძე, გაბესკირია – ინჯგია, სანტოსი, შეყილაძე
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ აბულაძე
დინამო: კვასხვაძე – სპორსკლედე (წოწონავა 78), ხვადაგიანი (ხარაბაძე 73), პაპავა, კობოური, მონხილი, გაგნიძე (კუცია 78), მექვაბიშვილი (მოისწრაფიშვილი 73) – რადინი, მარუშიჩი, გაბედავა (ახვლედიანი 73)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე