დინამომ მზადება დაიწყო

თარიღი: იანვარი 8, 2014

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყეს. 13 იანვარს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 15 იანვრიდან  სეზონისთვის სრულფასოვანი მზადების პროცესიც  დაიწყება. ჩვენი გუნდის ლეგიონერები გუნდს 16 იანვარს შეუერთდებიან.  27 იანვრამდე გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება.  25 იანვარს 2014 წლის პირველი სპარინგიც იგეგმება. მეტოქე ვიტ ჯორჯია იქნება.  27 იანვრიდან 11 თებერვლამდე დინამო შეკრებას  ანთალიაში გაივლის. თურქულ შეკრებაზე გუნდი  5 შეხვედრას გამართავს. სავარაუდოდ ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან: ოდესის ჩერნომორეცი,  სპლიტის ჰაიდუკი, ჩეხეთის მლადა ბოლესლავი და პოლონური პოდბესკიძიე.  მეხუთე მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები