“დინამომ” პერალესი მეორედ გაუშვა
თბილისის “დინამომ” ესპანელი გოლკიპერი ხოსე პერალესი უკვე მეორედ გაუშვა.
ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, პერალესი ესპანეთში იმყოფება, მისი ჩამოსვლის საკითხი გაიწელა, ჩამოსვლის შემდეგ კი ორკვირიანი კარანტინი უნდა გაევლო. შესაბამისად, ხოსემ და “დინამომ” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.
საინტერესოა, რომ პერალესი ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ და “დინამოს” საუკეთესო ტრანსფერად დასახელდა. მეკარემ გაზრდილი ანაზღაურება მოითხოვა, რაც თავიდან თბილისელთა ხელმძღვანელობამ არ დაუკმაყოფილა და პერალესიც კლუბიდან წავიდა. “დინამომ” ჯერ ომარ მიგინეიშვილი, შემდეგ როინ კვასხვაძე დაიმატა და სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, პერალესიც დაიბრუნა.
პერალესი დაბრუნდა “დინამოში”, მაგრამ არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, როინ კვასხვაძის შემცვლელი იყო და პანდემიის დაწყების შემდეგ ესპანეთში წავიდა.