„დინამომ“ „საპოვნელას“ ბოლო წუთზე მოუგო, „დილამ“ „კოლხეთი“ დაამარცხა
დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველი ტურის შვიდი მატჩი.
ზესტაფონში ფორმალურმა მასპინძელმა, აუიტსაიდერმა თერჯოლის „საპოვნელამ“, გათამაშების ცხრილის ლიდერი თბილისის „დინამო“ მიიღო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარი კი უფრო საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. 67-ე წუთზე თენგიზ ჩიკვიალძემ შორუელი პოზიციიდან დანიშნული ჯარიმა ზუსტად შეასრულა – „საპოვნელა“ დაწინაურდა. თორმეტ წუთში თერჯოლეთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, საბოლოოდ, ეპიზოდი ქვილითაიას გოლით დასრულდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე კი „საპოვნელს“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. ნიშნულთან ალექსანდრე იაშივლი მივიდა – პირველი დარტყმა „საპოვნელას“ ფეხბურთელის საჯარიმოში სწრაფად შესვლის გამო არ ჩაითვალა, რის გამო იაშვილს მეორედ დარტყმა მოუწია, რომელიც ამჯერად ზუსტი გამოდგა – 1:2.
ამგვარად, „დინამომ“ 43 ქულა დააგროვა და მეორეზე მყოფ „დილას“ კვლავ 7 ქულით უსწრებს.
„საპოვნელა“ – „დინამო“ 1:2
გოლები: ჩიკვილაძე 67′ – ქვილითაია 78′, იაშვილი 90+5′
გაფრთხილებები: მაკარიძე 17′, შარიქაძე 25; – გურული 45′
სხვა მატჩების შედეგები:
„კოლხეთი“ – „დილა“ 0:1
„ცხინვალი“ – „საბურთალო“ 2:2
„სიონი“ – „გურია“ 1:1
„ზუგდიდი“ – „დინამო ბათუმი“ 0:1
„შუქურა“ – „სამტრედია“ 1:1
„მერანი“ – „ტორპედო“ 2:1
20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტურის ბოლო მატჩი შედგება, რომელშიც „ლოკომოტივი“ „ჩიხურას“ უმასპინძლებს.