“დინამომ” საქართველოს სუპერთასი მოიგო !
თბილისის “დინამომ” საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში “გაგრა” პენალტების სერიაში დაამარცხა და სუპერთასის გამარჯვებული ისტორიაში მერვედ გახდა.
ანგარიში მე-12 წუთზე ქობულაძემ გახსნა, 47-ე წუთზე კი მარუშიჩმა გაათანაბრა. “დინამო” წინ 67-ე წუთზე გაბედავამ გაიყვანა, 78-ე-ზე კი ლუკა ნოზაძემ 2-2 დააფიქსირა.
პენალტების სერიაში ყველა ფეხბურთელმა, გარდა თეიმურაზ მარკოზაშვილისა, თავისი შანსი გამოიყენა და გამარჯვების გოლი გაბედავამ გაიტანა, რომელიც “გაგრას” ყოფილი მოთამაშეა და გატანა არ აღნიშნა.
ეროვნული ლიგი 27 თებერვალს “დინამოსა” და “სამგურალის” მატჩი გახსნის.
დინამო 2-2 გაგრა
გოლები: მარუშიჩი 47, გაბედავა 67 – ქობულაძე 12, ნოზაძე 78
პენალტების სერია: სპორსკლეიდი, კუცია, მონხილი, კვასხვაძე, გაბედავა – ხოსიტაშვილი, კაკიაშვილი, მაქაცარია, ქობულაძე
ააცილა: თეიმურაზ მარკოზაშვილმა