„დინამომ“ საქართველოს თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო
ქუთაისში „დინამოსა“ და ბოლნისის „სიონს“ შორის საქართველოს თასის ფინალური მატჩი „დინამოელთა“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ერთადერთ გოლი შეხვედრის 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა.
ამით „დინამომ“ თავის ისტორიაში საქართველოს თასი მეცამეტედ მოიგო და მეათე „ოქროს დუბლი“ შეასრულა. გარდა ამისა, თბილისელები ამ ტიტულს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლნენ.
„დინამო“ – „სიონი“ 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი 29′
გაფრთხილება: კაკაბაძე 49′, იაშვილი 54′, ამისულაშვილი 63′, გელაშვილი 90′, ჯიღაური 90′ – სვანიძე 19′, გორბელიძე 65′
გაძევება: გორბელიძე 90′