„დინამომ“ „ტორპედოსთან“ ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა
დასრულდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩი. „ქართულ დერბად“ წოდებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამ ტურის წინ „დინამოელები“ 18 ქულით პირველ ადგილს იკავებდნენ, „ტორპედოს“ კი 8 ქულით მე-11 იყო.
სათქმელია, რომ სტატუსის მიუხედავად, მატჩი ნელ ტემპში მიმდინარეობდა.
მეოთხე წუთზე დათა სიჭინავას მიერ შესრულებული ჯარიმა კედელში მდგომ ერთ-ერთ „დინამოელს“ მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ორ წუთში მომენტი უკვე ქუთაისელთა კართან შეიქმნა, ქვილითაიას დარტყმის შემდეგ ბურთი რიკოშეტით ასევე კუთხურზე გადავიდა. მე-12 წუთზე იაშვილმა ქვილითაიას მიმართლებით პასი გააკეთა, ამ უკანასკვნელმა კი ცენტრალურ მცველებს აჯობა და დარტყმაც მოახერხა, რომელიც მეტოქის კარს მცირე მანძილის ასცდა. მე-14 წუთზე ტაბატაძემ მარჯვნიდან ქიმაძე გადაცემით მოამარაგა, „დინამოელმა“ მცველებმა სათანადოდ ითამაშეს და მეტოქეს დარტყმის საშუალება არ მისცეს. 21-ე წუთზე სიჭინავას კიდევ ერთ ჯარიმის შესრულება, ამჯერად უფრო შორი პოზიციიდან მოუწია. ერთ წუთში „დინამომ“ შეუტია, მარცხნიდან ქვილითაიას პასის შემდეგ არაზუსტი მათე ციცნაძის დარტყმაც გამოდგა. 24-ე წუთზე კლიმიაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ადამაძემ ყველას აჯობა, ზუსტად დარტყმა კი ვერ შეძლო. ტაიმის დარჩენილ ნაწილში გუნდები განსაკუთრებული მომენტებით არ გამორჩეულან. 43-ე წუთზე ქვილითაიამ მეორე სართულზე ჩაწოდებულის შემდეგ კვლავ არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მათე ცინცაძემ ძლიერად და არაზუსტად დაარტყა. მსგავსი დარტყმით უკვე „ტორპედოელთა“ მხრიდან 52-ე წუთზე დათა სიჭნავაც გამოირჩა. 55-ე წუთზე სიჭინავას ჩაოწოდებას „დინამოს“ საჯარიმოში ერთდროულად ორი ფეხბურთელი ეხმაურებოდა, მაგრამ უშედეგოდ. 64-ე წუთზე ჭიჭინაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მისი ადგილი გიორგი ნერგაძემ დაიკავა. 68-ე წუთზე კუხიანიძემ და ქიმაძემ მეტოქის მარჯვენა ფლანგზე ბურთი გაითამაშეს და ქიმაძის ჩაწოდების შემდეგ სიჭინავამ ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 1:0.
გაშვებული გოლის შემდეგ გეგუჩაძემ ბოლო ცვლილება გამოიყენა – 71-ე წუთზე ჭანტურიშვილის ადგილი არაბულმა დაიკავა, „ტორპედოს“ მხრიდან კი გოლის ავტორი დათა სიჭინავა შოთა ბაბუნაშვილმა შეცვალა. 73-ე წუთზე ქიმაძემ „დინამოს“ საჯარიმოში კვლავ ჩააწოდა, მეკარე ბეგიაშვილმა ბურთი მოგიერია, იქვე ტაბატაძე აღმოჩნდა – მისი დარტყმა მეტად არაზუსტი გამოდგა. 81-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გველესიანმა ბურთი დაკარგა, რომელიც იქვე კაპანაძემ მიიღო, „დინამოს“ მცველს ქუთაისური კლუბის ფეხბურთელის შეჩერება და თამაშის წესის დარღვევა მოუწია, მსაჯმა გიორგის ყვითელი ბარათი უჩვენა. 83-ე წუთზე მარჯვნიდან შეტევა შეცვლაზე შესულმა არაბულმა სცადა, რომლის ჩაწოდება კახელიშვილმა გამოიტანა, ბურთი პარუნაშვილმა მიიღო და შორიდან მის დარტყმას შედეგი არ მოჰყოლია. 85-ე სტუმრებმა ანგარიშს გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვეს, როდესაც წუთზე კლიმიაშვილის ხელით თამაშის გამო „ტორპედოს“ კარის მიმართლებთ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც მათე ციცნაძემ შეასრულა – „დინამოს“ ნახევარმცველის დარტყმული თევდორაძემ მოიგერია, დამატებაზე ქვილითაიამ ზუსტად დარტყმა ვეღარ მოახერხა. თითქოს, შეხვედრა ამ ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა მსაჯის მეირ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე ქვილითაიამ მეტოქის ნახევარზე ბურთი მცველებს აართვა და პასი არაბულს გაუკეთა, რომელიც „ტორპედოს“ საჯარიმოში შევიდა, მეკარესთან პირისპირ გასულს კი ანგარიშს გათანაბრება არ გაუჭირდა.
საბოლოოდ, 1:1 – „ქართული დერბი“ ამჯერად ფრედ დასრულდა. შემდეგ ტურში „დინამო“ „ცხინვალს“ უმასპინძებს, „ტორპედო“ კი „სამტრედიაში“ ჩავა.
„დინამო“ – „ტორპედო“ 1:1
გოლები: სიჭინავა 68′ – არაბული 90+3′
„ტორპედო“: თევდორაძე, ადამაძე, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე (ნერგაძე 65′), კლიმიაშვილი, კახელიშვილი, კუხიანიძე, სიჭინავა (ბაბუნაშვილი 71′), კაპანაძე (ფურცხვანიძე 90′)
„დინამო“: ბეგაშვილი, გველესიანი, რენე, ტვილდიანი, თევზაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური (კიტეიშვილი 58′), ცინცაძე, ჭანტურიშვილი (არაბული 71′), იაშვილი (ლობჟანიძე 66′), ქვილითაია