“დინამომ” ზესტაფონს ფეხბურთი დაუბრუნა – 8 გოლი “სამტრედიას”
ეროვნული ლიგის 30-ე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა. თბილისის “დინამო” იდეაში “სამტრედიას” ესტუმრა და მეტოქე 1-8 გაანადგურა. დუბლები ზივზივაძემ, შულაიამ და ივანიშვილმა შეასრულეს. 1 -1 გოლით ვაწაძე და თოთაძე გამოირჩნენ. “სამტრედიიდან” ერთადერთი ბურთი ჯაბა ლიპარტიამ შეაგდო.
“დინამომ” ზესტაფონს ფეხბურთი დაუბრუნა…
სამტრედია 1-8 დინამო
გოლები: ლიპარტია 41 – შულაია 20/61, ვაწაძე 33, ზივზივაძე 41/69, თოთაძე 48, ივანიშვილი 72/88
სამტრედია: კუპატაძე – ჩაჩუა, გოგიაშვილი, ფატიჩი (შალიკაშვილი 65), ენდელაძე – კერძევაძე, მამასახლისი, ლიპარტია – გორელიშვილი (ბურკაძე 73), კუჭუხიძე (კოშმანი 52), ფანცულაია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
დინამო: სიკაჩი – რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური – ნინუა, ივანისენია (ზარია 80) – შულაია (ივანიშვილი 66), შენგელია – ზივზივაძე, ვაწაძე (ქარდავა 73)
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა