“დინამოს” აკადემიაში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა
თბილისის “დინამოს” აკადემიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა და აკადემიის სამწვრთნელო პროცესი 1 კვირით გადაიდო.
“დინამოს აკადემიაში საწვრთნელი პროცესი ერთი კვირით გადაიდო. ამის მიზეზი აკადემიის ორი თანამშრომლის კოვიდ ტესტებზე მიღებული დადებითი პასუხია. ბოლო პერიოდში მათ მინიმალური შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან, შესაბამისად აკადემიაში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ახლო პერიდში აკადემიის ყველა თანამშრომელს მორიგი ტესტრება ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღდგება საწვრთნელი პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსშია დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და გათვალისწინებულია მათი რჩევები და მითითებები”, – წერია “დინამოს” განცხადებაში.
დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ბელარუსთან მაყურებლის დაშვების რეკომენდაციას ეპიდემიოლოგები არ გასცემენ.