დინამოს ჩეხი მცველი შეემატა
დინამოს ღირსებას 31 წლის ჩეხი ცენტრალური მცველი- რადეკ დოსოუდილი დაიცავს. დოსოუდილი ბოლო 2 სეზონის მანძილზე მლადა ბოლესლავის ღირსებას იცავდა, რომელიც ჩეხეთის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. დინამოს ახალწვეული 5 წლის მანძილზე სლოვაკეთში თამაშობდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი ჯერ პეტრჟალკას შემადგენლობაში, შემდეგ კი ბრატისლავის სლოვანის რიგებში გახდა. დოსოუდილი პრაღის სპარტას აღზრდილია. იგი სლავიაშიც თამაშობდა, როდესაც გუნდი ჩეხეთის ჩემპიონი გახდა. იყო თურქულ დენიზლიშიც. ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში არის 2003 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილე.
რადეკ დოსოუდილი – ძალიან გამიხარდა როდესაც დინამოდან დამიკავშირდნენ. დინამო ძალიან კარგი გუნდია. სასიამოვნოა, რომ გუნდში ჩეხი მწვრთნელები მუშაობენ. არის შანსი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლის.
fcdinamo.ge