“დინამოს” დირექტორთა საბჭოს წევრი: “ეს იქნება რუსეთი–საქართველო და არა ევროპის ლიგის რიგითი მატჩი”
უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივს” მეტოქედ მოსკოვის “დინამო” ერგო. შეხვედრა “მიხეილ მესხზე”, 17 სექტემბერს ჩატარდება. დამდეგი მატჩის შესახებ რუსული კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა ისაუბრა.
“წილისყრის შედეგი საინტერესოა. 2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში ჩვენგან არავის უთამაშია. სიმართლე გითხრათ, ამ გუნდის შესახებ არაფერი გამიგია, ვიცი “დინამო თბილისი” და ქუთაისის “ტორპედო”.
ქართველი ფეხბურთელები ტექნიკური თამაშით გამოირჩევიან. გულშემატკივრობის მხრივ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან და ხელს გვიწყობს ის ფაქტორი, რომ ისინი მატჩს ვერ დაესწრებიან.
ყველაფერი კარგად უნდა იყოს! პირადად ვიცი, რომ რუსსა და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობა ისეთივეა, როგორიც ადრე იყო.
ამის მიუხედავად, ეს არ არის ევროპის ლიგის რიგითი მატჩი, ეს არის რუსეთსა და საქართველოს შორის შეხვედრა. სწორედ ასე წარვადგენდი მოსკოვის “დინამოს” წინაშე ამ მატჩს. იმედია, ასევე იზამს დირექტორთა საბჭო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავალთ.
სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, რადგან შაბათს, “უფასთან” გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. “ზენიტთან” ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ისე ჩანდა, რომ “უფა” იოლად უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ 1:1 ძლივს ვითამაშეთ. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ”, – სტეპაშინის კომენტარს ტასს-ი აქვეყნებს.