,,დინამოს” დრამატული გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თარიღი: ნოემბერი 4, 2013

თბილისის “დინამომ” მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება იზეიმა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა დაძაბულ და საინტერესო მატჩში “ბათუმი” დაამარცხეს. ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა და საბოლოოდ თბილისელებმა 2 ქულის სხვაობით – 95:93 გაიმარჯვეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გადამწყვეტ მეოთხედში “ბათუმი” სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ დინამოელთა შეუპოვრობამ თავისი გაიტანა.

ბათუმელებმა, რომლებიც პირველ მეოთხედში 10 ქულით ჩამორჩებოდნენ და მთელი მეორე პერიოდიც მდევრის როლში იყვნენ, მესამე ათწუთეულში თავისი თამაში იპოვეს. ეს ძირთადად ბათუმელთა ლეგიონრებზე ითქმის, რომელთა ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ზღვისპირულმა გუნდმა მესამე მეოთხედი 25:17 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 4 ქულით დაწინაურდა – 72:68.

მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა ბათუმელებმა 2-წუთიანი შესვენების შემდეგ წარმატებული თამაში განაგრძეს და თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 8 ქულით დაწინაურდნენ – 88:80. “დინამო” წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა გიორგი გამყრელიძის, ქიან კარტერის, სტევან მილოშევიჩის შედეგიანი თამაშის წყალობით ჯერ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს, ბოლო წუთზე კი გამყრელიძის ორქულიანით 95:93 დაწინაურდნენ.

ბათუმელებს თამაშის გადასარჩნად მთელი 1 წუთი ჰქონდათ, მაგრამ წარმატების მიღწევა ვერ მოახერხეს. ჯუნიორ კადუგანმა ბოლო შეტევაში ბურთი ათამაშა, მაგრამ დინამოელთა მწყობრ დაცვაში სუსტი წერტილი ვერ იპოვა და მოუმზადებლად ნასროლი ბურთი ააცილა.

გამარჯვებულ დინამოელებს 27 ქულით ქიან კარტერმა ულიდერა, 18 ქულა და 17 მოხსნა ჰქონდა მეორე ლეგიონერ სტევან მილოშევიჩს, გამყრელიძემ კი შეხვედრა 18 ქულითა და 9 პასით დაასრულა. ბათუმელთა შორის ტრადიციულად ლეგიონრები გამოირჩოდნენ – ჯერემი სეფოლდი 28 ქულა, ჯუნიორ კადუგანი – 26, ჯიმი ჯექსონი – 18. 17 ქულა ჰქონდა ნიკა რამიშვილს, რომელიც ლეგიონერებს და მთლიანად ბათუმის გუნდ ძალიან დაეხმარა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში, მივესალმები მიშას.  როგორც ვამბობდი, არ ვართ მზად სრულყოფილი თამაშისთვის. ეს თუნცად იმაში გამოჩნდა, რომ სოხუმი და ბათუმი განსხვავებულ კალათბურთს თამაშობს, ბათუმის მწვრთნელმა გადაწყვიტა სწრაფი თამაში შემოეთავაზებინა, ერთი ერთზე დარჩენილიყვნენ, რაც კარგად გამოუვიდათ. სოხუმის წინააღმდეგ სხვა დაცვა ვითამაშეთ, დღეს უფრო შეგვექმნა  პრობლემები. ამიტომ გვჭირდება თამაშები, რომ გავაანალიზოთ შეცდომები და ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ. ვიცით, რაში გვქონდა პრობლემები. ბათუმი ძალიან კარგი გუნდია და ძლიერი მწრვთნელი ჰყავს, მათთან თამაში ყველასთვის რთულია.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’  გამარჯვებას, დიდ პატივს ვცემ ამ გუნდს და ირაკლის. სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს, დაწყნარებულ გულზე გავაანალიზებთ თამაშს. ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში, მოხსნებშიც მოგვიგეს. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თუმცა თამაში პატარა ნიუანსებისგან შედგება და ამ ნიუანსებმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.

სტევან მილოშევიჩი(,,დინამო’’): პირველ რიგში, მადლობა ,,ბათუმს’’ კარგი თამაშისთვის. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. დრო გვაქვს, რომ გავაანალიზოთ ის შეცდომები, რომელიც დაცვაში დავუშვით. პირველი მეოთხედი ძალიან კარგად ჩავატარეთ, შემდეგ კი ხარვეზები გვქონდა. თუმცა მთავარია, რომ მოვიგეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ.

ნიკა რამიშვილი(,,ბათუმი’’): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. დაძაბული თამაში იყო, ორივე გუნდს თანაბარი შანსები ჰქონდა მოგების. ბევრი შეცოდმა დავუშვით დაცვაში, ძალიან ცოტა მოხსნა გვქონდა მეტოქესთან შედარებით და ბოლო პერიოდში დაცვაში ხარვეზებმა წაგვაგებინა. იმედია, გამოვასწორებთ შეცდომებს.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა