დინამოს დუბლებმა ალგეთი დაამარცხეს
ბენდელას თასის 2014 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი დინამოს დუბლშემადგენლობამ ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გამართა. კახი გოგიჩაიშვილის გუნდი ამჯერად პირველი ლიგის წარმომადგენელს, ალგეთს დაუპირისპირდა. დინამოელებმა მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 2:0 სძლიეს.
დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში დაპირისპირების მეჩვიდმეტე წუთზე გაიხსნა. თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯმა ალგეთის მეშვიდე ნომერი, გიორგი ყურულაშვილი გააფრთხილა, სტანდარტიდან ზუსტი დარტყმა კი დინამოელმა ლაშა კვარაცხელიამ შეასრულა – 1:0. პირველი ტაიმის მსვლელობისას ჩვენ ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
მატჩის მეორე ნახევარი დინამოელთა შეტევებით წარიმართა. ტაიმის დებიუტში კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა მეტოქეს კიდევ ერთი ბურთი გაუტანეს, 49-ე წუთზე საბა კვერნაძის გადაცემით გოლი ოთარ კობახიძემ გაიტანა – 2:0. ანგარიშში სხვაობის შემცირება სტუმრებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა დამასრულებელ ფაზაში ალგეთის ფეხბურთელები ზუსტი დარტყმის შესრულებას ვერ ახერხებდნენ. მატჩი დინამოს დუბლების გამარჯვებით 0 2:0 დასრულდა.
დინამოს დუბლები 2:0 ალგეთი
გოლები: 1:0 კვარაცხელია 17’ 2:0 კობახიძე 49’
დინამოს დუბლები: ისიანი, ჭიღვარია, გურეშიძე, თევზაძე, ციცხვაია, ფალავანდიშვილი (ცოტნე მესხი 46’), არჩილ მესხი, ქაჯაია (კახნიაშვილი 60’), კობახიძე (მურუსიძე 75’), კვარაცხელია (ვეკუა 70’), კვერნაძე
ალგეთი: ეზიეშვილი, ჭოველიძე, ალასანია, კიკალიშვილი, ტიელიძე, ანიგბო, ყურულაშვილი, სვანიძე, ფოჩხუა, ლაბუჩაძე, ტყეშელაშვილი
დინამოს დუბლები ბენდელას თასზე მომდევნო მატჩს 29 იანვარს აზერბაიჯანული ქარდაგის წინააღმდეგ გამართავენ.
fcdinamo.ge