„დინამოს“ დუბლებმა გურიას 5:0 მოუგეს
დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩი ჩატარდა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ ლანჩხუთის გურიას დუბლებს უმასპინძლა. თამაზ სამხარაძის შეგირდებმა ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს. თავიდან შეხვედრა ურთიერთშეტევებით და თანაბარი თამაშით წარიმართა. მე- 16 წუთზე ანგარიში მათიაშვილმა გახსნა. მეორე ტაიმში დინამოელებმა მეთოდურად მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და საბოლოოდ ეს უპირატესობა გატანილ გოლებშიც ასახეს. 70- ე წუთზე ლილუაშვილმა მეორე გოლი გაიტანა გურიას კარში. ოთხი წუთის შემდეგ ჯიქიამ გამოიჩინა თავი – 3:0. კობახიძემ 85- ე წუთზე მეოთხედ აიღო გურიას კარი. ბოლო წუთზე კი ლილუაშვილმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში- 5:0 დააფიქსირა.
დინამო 5:0 გურია (დუბლები)
დინამო: კულუა, კობოური, ლოჩოშვილი, ყურსავიშვილი, კირკიტაძე, ვეკუა (ჩაკვეტაძე 73), ნემსაძე, ჯიქია (ა. კობახიძე 83), ო. კობახიძე (გეგეშიძე 63), კვერნაძე (ჩიხლაძე 25), მათიაშვილი (ლილუაშვილი 63)
fcdinamo.ge