“დინამოს” ლიბორ ჰრდლიჩკა შეუერთდება

თარიღი: დეკემბერი 30, 2014

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, თბილისის “დინამოს” კარს ახალი წლიდან ლიბორ ჰრდლიჩკა დაიცავს. 28 წლის სლოვაკი მეკარე გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება.

ჰრდლიჩკა 2012 წლიდან უკრაინის პრემიერლიგაში, ზაპოროჟიეს “მეტალურგის” შემადგენლობაში ასპარეზობდა. თუმცა, მიმდინარე სეზონის მისთვის წარმატებულად ვერ ჩაითვლება. სლოვაკმა კარის დარაჯმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო კლუბის გამოცვლაც გადაწყვიტა.

უკრაინამდე ჰრდლიჩკა სამშლობლოში თამაშობდა, სადაც “რუჟემბეროკის” ღირსებას იცავდა.

 

მსგავსი სიახლეები