დინამოს ლოგიკური გამარჯვება მაქაბისთან

თარიღი: მარტი 8, 2014

ეორე წრის მე-5 ტური დასრულდა. დღის ბოლო მატჩში ცხრილის თავში და ბოლოში მყოფი გუნდები – “დინამო” და “მაქაბი” დაუპირისპირდნენ. ლიდერის და აუტსაიდერის შეხვედრა მოსალოდნელი შედეგით დასრულდა – დინამოელებმა 104:53 იმარჯვეს.

მაქაბელებს ის თუ ექნებათ სანუგეშიდ, რომ პირველ მეოთხედის შუაწელამდე ძლიერ მეტოქეს  წინააღმდეგობა გაუწიეს. საწყისი მეოთხედის 11:22 წაგების შემდეგ მაკაბელები ტაიმის მიწურულამდე არ ტყდებოდნენ. თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და მეორე მეოთხედის დასკვნით 3 წუთში „დინამომ“ მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვა – დიდ შესვენებაზე 58:26 დაწინაურდა.

მეორე ნახევარში დინამოელებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს და საბოლოოდ 51-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს. შეუჩერებელი იყო დინამოელთა ჩერნოგორიელი ცენტრი სტევან მილოშევიჩი, რომელმაც 26 ქულასთან ერთად 18 მოხსნა მოაგროვა. სერბმა ფორვარდმა, მილოშ პეშიჩმაც ორმაგიდუბლი მიითვალა – 18 ქულა, 12 მოხსნა. 19 ქულა დაგროვდა მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე. “მაკაბიში” 21 ქულა და 9 მოხსნა გიორგი ფერიაშვილის ანგარიშზე იყო, 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე გიორგი რევაზაშვილსაც, რომელმაც 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 14 და 15 მარტს, რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქალბატონს მივულოცო 8 მარტი, რაც შეეხება თამაშს,  რთული კვირა გვქონდა და ვცდილობთ მარცხი დავივიწყოთ, რომელმაც ბევრი ხარვეზი დაგვანახა და სწორედ ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ.  მომდევმო მატჩებზე ძლიერი მეტოქეები გვეყოლება და ვეცდებით  რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ.

მიხეილ ხუხაშვილი (მაქაბის მწვრთნელი): ვუერთდები ირაკლის მილოცვას და მეც ყველა მანდილოსანს მივულოცავ 8 მარტს, ჩვენ გუნდზე კი რა შემიძლია გითხრათ – მთელმა საქართველომ იცის  ჩვენი გუნდის მიზანი – რევაზაშვილებმა უნდა  ჩააგდონ, ფერიაშვილმა -ითამაშოს. დანარჩენი არაფერზე გვაქვს პრეზტენზია, მით უმეტეს ისეთ გუნდთან, როგორიც „დინამოა“.  ვუსურვებ წარმატებებს როგორც „დინამოს“, ასევე  სუპერლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს.

ზეზვა  ლილუაშვილი (დინამო): დაძაბული მატჩები გვქონდა „სოხუმთან“ და  დღევანდელი შეხვედრა  ვეცადეთ რეაბილიტაციისთვის გამოგვეყენებინა. ვიმუშავეთ ხარვეზებზე და იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რომლებიც  წინა თამაშებზე დავუშვით. წინ რთული მეტოქეები გველიან და ვეცდებით ისე ვიასპრეზოთ, როგორც „დინამოს“ შეშვენის.

 

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Eurohoops Corriere di Bologna-ზე დაყრდნობით წერს, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“საქართველოში წადი, იქ უფრო მეტს იხდიან” – შენგელიაზე რუსები გაბრაზებულე

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და კარიერას იტალიურ “ვირტუსში” გააგრძელებს. შენგელიას იტალიაში გადასვლის შესახებ ინფო...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება?

თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

მთავარი არხი: “თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა”

“მთავარ არხის” გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას ჯერჯერობით არ უცხადებენ

მთელი ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანელი ქომაგები უკრაინელ კალათბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს (ვიდეო)

24 თებერვალს, უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად, კორდობაში, ესპანეთს დაუპირისპირდა და 88:74 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გინდა დაიჯერეთ, გინდ არა: ტრავმირებულმა ტომპსონმა უფრო მეტი გამოიმუშავა!

“გოლდენ სტეიტის” მსროლელმა კლეი ტომპსონმა, რომელიც გუნდში 2011 წლიდან ირიცხება, ბოლო 2 წელიწადში უფრო მეტი […]...
წაკითხვა