“დინამოს” ლოგიკური გამარჯვება

თარიღი: მარტი 25, 2014

“დინამო არენაზე” გამართულ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩში თბილისის “დინამომ” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მატჩის დებიუტში მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისალ. კარის აღების პირველი შესაძლებლობა “დინამოს” ფეხბურთელებს 24-ე წუთზე მიეცათ, თუმცა ჩისკა-მერებაშვილის კომბინაცია ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. რამდენმე წუთში უკვე ესპანელ ლეგიონერს შეეძლო თბილისური გუნდი დაწინაურება, მაგრამ ჩისკოს ბობღიაშვილმა აჯობა.

“დინამოელთა” უპირატესობა ტაიმის ბოლოს ანგარიშზე მაინც აისახა. ჩისკომ ლანჩხუთელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და უმაღლეს ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა.

გურულებმა 43-ე წუთზე უპასუხეს დინამოელებს. კვირტიას ფლანგურ გარღვევას საჯარიმო მოედანზე მოჰყვა გადაცემა, სადაც დასწრებაზე მასპინძელთა მცველებმა ყურადღებით ითამაშეს.

მეორე ნახეარში “დინამოს” უპირატესობა თვალსაჩინო იყო. ტაიმის დაწყებიდან სულ რაღაც 4 წუთში ანგარიში 2:0 გახდა. “დინამოს” შემადგენლობაში პირველად გაიტანა ოთარ მარცვალაძემ. გორგიაშვილის და ჩისკოს დარტყმებს ბობღიაშვილი გადაეღობა, თუმცა მარცვალაძემ დამატებაზე ითამაშა კარგად და თავისი გუნდი უპირატესობა გაზარდა.

დარჩენილ დროში მოედანზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. 82-ე წუთზე კი, შეცვლაზე შესულმა დარკო გლიშიჩმა ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

 

დავით მახარაძე (გურია):  ვულოცავ დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას. თავიდანვე მეორე ნომრად ავირჩიეთ თამაში. ჩვენს შეცდომას სამწუხაროდ გოლი მოყვა და მერე ყოველი ჩვენი შეტევა სახიფათო კონტრშეტევით დასრულდა. მეორე ტაიმში დინამომ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

 

მალხაზ ჟვანია (დინამო): ჩვენის მხრიდან ვუსამძიმრებთ გურიას დირექტორს. თამაშს რაც შეეხება ბურთის კონტროლი უკეთესი იყო, თუმცა მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და საბოლოოდ ვიმარჯვეთ.

 

დინამო 3:0 გურია

გოლები:  1:0 ჩისკო 37’  2:0 მარცვალაძე 49’  3:0 გლიშიჩი 82’

დინამო: ლორია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 60), მერებაშვილი (გოგა 76), ხურცილავა, პაპავა, კვირკველია, მარცვალაძე (გლიშიჩი 81), რეხვიაშვილი, ჩისკო, გველესიანი, ძარია

გურია: ბობღიაშვილი, ქურდაძე, ნ. კილაძე, მეგრელიშვილი, ძამსაშვილი (ტეიდი 64), გაჩეჩილაძე, ე. კილაძე (ჩუენსუ 46), შენგელია (ნიქაბაძე 64), კვირტია, კვერენჩხილაძე, ისიანი

 

10147750_259216127594199_701199572_o

1596578_259212857594526_7485760_o

10149093_259212820927863_1412526146_o10146891_259215357594276_337493971_o

1092515_259210994261379_2056149925_o

10148413_259216114260867_1283679617_o

10150446_259211014261377_1382493822_o

1604352_259212837594528_1149122588_o

10149117_259216367594175_580331936_o

 

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ქართული გუნდები სახელმწიფოსგან თანხას ვეღარ მიიღებენ?

კორონა ვირუსის გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ძალიან ბევრი ხარჯის შემცირება მოუწევს და შესაძლოა, ქართული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკო როისის ოჯახი ქალაქს 500 000 ევროთი დაეხმარა

გერმანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მარკო როისის ოჯახი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო ქალაქს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი: “მაშინვე ავტირდი, როდესაც ეს ვიდეო ვნახე”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ სოციალურ ქსელში ბოლო როს გავრცელებულმა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი: “სამეფო კარის თამაშების ყურება დავიწყე, მაგრამ არ გავაგრძელებ”

კატალონიურ გამოცემა Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში “ბარსელონას” მთვარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, თვითიზოლაციაში ყოფნაზე ისაუბრა. შეგახს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სეზონი შესაძლოა ვერ ჩავამთავროთ, მაგრამ სკუდეტოს მფლობელი აუცილებლად გამოვლინდება&#

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა იმედს გამოთქვამს, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ჩამთავრება მოხერხდება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” კორონავირუსული პანდემიის პერიოდში ხელფასებს შეამცირებს

კორონავირუსული ინფექციის პანდემიის პერიოდში მადრიდის “ატლეტიკოს” პერსონალსა და ფეხბურთელებს ანაზღაურება შეუმცირდებათ. მხარეებს შორის ხელფა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯონ ჯონსი ნიუ მექსიკოს პოლიციამ დააპატიმრა

ნიუ მექსიკოს პოლიციამ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ჯონ ჯონსი დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველა TMZ-მ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო კარლოსი: “ნეიმარის “რეალში” ხილვა ძალიან დიდი ხნის წინ მინდოდა&#

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რობერტო კარლოსმა, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნეიმარის “სანტიაგო ბერნაბეუზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” სამიზნემ მომავალზე ისაუბრა

“ვულვზის” მექსიკელი ვარსკვლავი რაულ ხიმენესი, რომელმაც 2019-20 წლების სეზონში პირადსარეკორდო 22 გოლის გატანა მოახერხა, საკუთარ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დონჩიჩი რონალდუსთან შეხვედრაზე: “ძალიან ვნერვიულობდი”

“დალას მავერიკის” ევროპელმა სუპერვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 21 წლის გახლავთ, ის დრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტეტა კორონავირუსის გადატანაზე: “ჩემ შვილებზე ძალიან ვდარდობდი”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ერთ-ერთია იმ 500 000 ადამიანს შორის, რომელიც COVID-19-ის ერთ-ერთი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის ახალი იმიჯი (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელშიც აღბეჭდილია, რომ ედენ აზარმა იმიჯი შეიცვალა. როგორც ჩანს, “რეალის” ბელგიელმა შემტევმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” საქართველოში არა, მაგრამ ბელარუსში თამაშობს

როცა მსოფლიოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია, ბელარუსის ლიგა არ ჩერდება და ალექსანდრე ლუკაშენკო ფეხბურთელებს ჭაჭასა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიდებული ამბავი – აბდელჰაკ ნური კომიდან გამოვიდა

ამსტერდამის “აიაქსის” ყოფილი ფეხბურთელი, 22 წლის აბდელჰაკ ნური კომიდან გამოვიდა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელის ოჯახის წევრებმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გოგონა, ვის გამოც ლუკა იოვიჩმა კარანტინის წესი დაარღვია (ფოტო)

გასულ კვირაში მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა კარანტინის წესი დაარღვია და ესპანეთიდან სერბეთში გაემგზავრა. 22 […]...
წაკითხვა