დინამოს მეორე გუნდმა საპოვნელასთან ფრედ ითამაშა
დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის მე- 18 ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს მეორე შემადგენლობამ თერჯოლის საპოვნელას უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როდესაც მეტოქემ აუტი მოაწოდა, მასპინძელთა დაცვამ შეცდომა დაუშვა და გიორგი ტყეშელაშვილმა ანგარიში გახსნა. თამაში თავიდანვე თვალსასეიროდ დაიწყო და ბოლომდე მაღალ ტემპში გასტანა. პირველ ტაიმში ორივე გუნდს არაერთხელ შეეძლო ანგარიშის შეცვლა. დინამოელებმა ტაიმის მეორე ნახევარში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს საპოვნელას კართან, მაგრამ ხან სიზუსტე აკლდათ დედაქალაქელ შემტევებს და ხანაც სტუმართა კიპერი თამაშობდა კარგად. მეორე ტაიმი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და მრავლად შექმნეს სახიფათო მომენტები თერჯოლელთა კართან, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ერთ-ერთი შეტევისას კი 74- ე წუთზე დინამოს მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარა და ცქიფურიშვილმა ორამდე გაზარდა სტუმართა უპირატესობა 0:2. თბილისელებმა ცვლილებები განახორციელეს და მასიურად შეუტიეს მეტოქეს. 78- ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ვოლკოვმა გაქვითა ერთი გოლი 1:2. მატჩის დამატებულ დროს კი ვაჟა მათიაშვილმა მოახერხა გოლის გატანა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.
დინამო-2 2:2 საპოვნელა
დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია (ლ. ნოზაძე 80), ჯაფიაშვილი (ჩიხლაძე 88), ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა, სამუშია, სარიშვილი, მათიაშვილი, ზივზივაძე (გოგოლიძე 73), მესხი (ვოლკოვი 64)
საპოვნელა: გიორგაძე, ჯიმშელეიშვილი, იობაშვილი, ენდელაძე, ჩხიკვაძე, მურადაშვილი, ტყეშელაშვილი, ლაბაძე, სულაბერიძე, ბერუაშვილი, ცქიფურიშვილი
fcdinamo.ge