“დინამოს” ოფიციალური განცხადება
საფეხბურთო გუნდმა თბილისის “დინამომ” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
“მსოფლიოში და საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დინამო თბილისი გაცნობებთ, რომ ჩვენს საფეხბურთო აკადემიაში წვრთნა უკვე მეორე კვირაა შეჩერებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით რამდენიმე დღეა სავარჯიშო პროცესი დიღმის ბაზაზეც შეჩერებულია. პირველი გუნდის ფეხბურთელები (ასევე აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელები) ინდივიდუალური პროგრამით, მწვრთნელთა და სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით ვარჯიშობენ. ჩვენი გუნდი ათვითცნობიერებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ყველა წევრი მაქსიმალურად ერიდება თავშეყრის ადგილებში ყოფნას, რათა ბაზაზე საწვრთნელი პროცესის განახლების შემდეგ ყველანარი საშიშროება თავიდან იქნას აცილებული. ამავე მიზეზით და მრავალი სტუმრის ერთად თავშეყრის თავიდან არიდების გამო დრობით მუშაობას ჩვენი საკლუბო მაღაზიაც წყვეტს.
დინამო თბილისი გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას”, – წერია განცხადებაში.
ეროვნული ლიგა აპრილამდე არის გადადებული.