“დინამოს” ორმაგი გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში
დღეს ჭაბუკთა ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელებმა ზედიზედ მეათე (შეხვედრა ზესტაფონელებსა და დინამოელებს შორის გადაიდო) გამარჯვება მოიპოვეს. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა 35- ე სკოლას 2:0 აჯობეს. გოლები ნინუამ და ჯიქიამ გაიტანეს. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 60/1 ბალანსით არიან.
35- ე სკოლისა და დინამოს 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე დინამოელთა სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 5 უპასუხო ბურთით აჯობა ოპონენტს. გოლები ნიკა ბაშალეიშვილმა, აღდგომელაშვილმა, ბუღრიძემ, ქაფიანიძე და ყურაშვილმა გაიტანეს. ამ მოგებით დინამოელებმა 22 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილში ლიდერებში იმყოფებიან.
35 სკოლა U-15 0:2 დინამო U-15
დინამო U-15: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ნინუა, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, კოკაია, ბაბუნაძე, ერგემლიძე, კუცია, ხარაბაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ჯიქია, თაგვაშვილი
35 სკოლა U-17 0:5 დინამო U-17
დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ჩომახიძე, სადღობელაშვილი, აბუთიძე, ფირცხალავა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჭურაძე, ხატიაშვილი, ნ. ბაშალეიშვილი, ჯამარაული, აღდგომელაშვილი, ფოჩხუა
FCDinamo.GE