დინამოს პირველი მარცხი

თარიღი: დეკემბერი 20, 2014

დღეს, სპორტის სასახლეში სუპერლიგის მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. შეხვედრები დღის და პირველი წრის ერთ-ერთი გამორჩეული თამაშით დაიწყო, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ფავორიტები, თბილისის “დინამო” და “შსს-აკადემია” დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი პირველი წუთებიდან თანაბრად წარიმართა და ხელმოსაჭიდი უპირატესობით მოპოვება ორივე გუნდს უჭირდა. ეს პირველი მეოთხედის ანგარიშზე აისახა – “აკადემიამ” სასტარტო პერიოდი 1-ქულიანი უპირატესობით მოიგო – 20:21.

მეორე მეოთხედში დაძაბულობასთან ერთად შეცდომების რაოდენობამაც იმატა. თამაშის ასეთი მსვლელობით უფრო მეტად “აკადემიელებმა” იხეირეს და დიდწილად ცინცაძე-შარაბიძე-წივწივაძის ტრიოს ძალისხმევით კიდევ უფრო წინ გავიდნენ. “დინამომ” მეტოქის გაქცევის შეჩერება სცადა, ლეჟავამ რთული სამიანიც ჩააგდო, თუმცა მასპინძელთა მცდელობას ლოლიშვილმაც სამიანით უპასუხა და საბოლოოდ დიდი შესვენების წინ სხვაობა 6 ქულას შეადგენდა “აკადემიელთა” სასარგებლოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთ მონაკვეთში ტუღუშის გუნდი 10 ქულითაც იგებდა.

მეორე ტაიმში სტუმრების უპირატესობა უფრო აშკარა ხდებოდა. “აკადემია”  15 ქულითაც გაიჭრა წინ, რაც თანაბარი დონის გუნდების მატჩში საგრძნობ ფორად შეიძლება ჩაითვალოს. 9 ქულით წაგებული მესამე პერიოდის შემდეგ “დინამომ” დასკვნით მეოთხედში შეძლო გამოფხიზლება და თამაშში დაბრუნებაც მოახერხა. “დინამოელთა” თამაშის აგრესიულმა მანერამ თავიდან თითქოს გამოიღო შედეგი, თუმცა დიდიას მიერ აცილებულ უმნიშვნელოვანეს 3-ქულიანს დაცვაში ჩავარდნა და შარაბიძის ეფექტური ჩატენვა მოჰყვა, რის შემდეგაც მატჩის გამარჯვებულთან დაკავშირებით ფაქტობრივად ყველა კითხვა მოიხსნა. ხოშტარიას გუნდმა ბოლოს მაინც გაიბრძოლა, თუმცა “დინამსო” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხსიგან ვერც მათიაშვილის ორმა სამიანმა იხსნა. “შსს” კი ამ გამარჯვებთ სატურნირო ცხრილში ლიდერს გაუთანაბრდა.

მატჩის საუკეთესო ბომბარდირი 22 ქულით “დინამოელი” მათიაშვილი გახდა, ხილი “აკადემიას” შემდაეგნლობაში ყველაზე შედეგიანი შარაბიძე (21 ქ.) იყო.

დინამო 66-72 შსს-აკადემია

ლაშა გამყრელიძე_70546 ილია ლონდარიძე_76455345 ილია ლონდარიძე_76454 დინამო-შსს _9674324234 ბესიკ ლეჟავა535353

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

‘ახლა კორპუსში ცხოვრება დიდი გამოწვევაა’ – თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ცხ

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში კაილ ჰაინსთნ ვიტორიასა და მოსკოვს შორის განსხვავებებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ამერიკელი სუპერლიგის კლუბ [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ძალიან რთული...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “ვამაყობ ჩემი გუნდით”

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ეტაპზე, ფინეთთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

სურპრიზი გიორგი შერმადინს – ქართველი კალათბურთელი კვლავაც საუკეთესოა! (ვიდეო)

“ტენერიფეს” კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველ კალათბურთელს კუთვნი...
წაკითხვა
კალათბურთი

“უსამართლოდ მომექცნენ! ვცდილობ, ვიყო კარგი მამა” – მაიკლ დიქსონის ემოციუ

საქართველოს ნაკრების ნაყურალიზებულმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა POSTV-ის პლატფორმის საშუალებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 29 წლის კალათბურთელ...
წაკითხვა
კალათბურთი

ლოს-ანჯელესის ქუჩებში კობის სახელს სკანდირებენ (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. “ლეიკერსის” კალათბურთელებმა, ენტონი დეი...
წაკითხვა
კალათბურთი

ენტონი დეივისმა ჩემპიონობა კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა (ვიდეო)

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” NBA-ს ფინალურ სერიაში “მაიამი ჰიტი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, ენტონი დეივისმა ეს გამარჯვება [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP

“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავ...
წაკითხვა