„დინამოს“ პრეზიდენტის კომენტარი პაპუნაშვილის „ვერდერში“ წასვლის შესახებ
მოგეხსენებათ, თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ერთწლიანი იჯარით ბრემენის „ვერდერში“ გადავიდა. ამასთან დაკავშრებით თბილისური კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომელიც „დინამოს“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
„მსგავსი სახის ტრანსფერები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. პაპუნაშვილის პრეცენდენტი ევროპაში ჩვენი ფეხბურთის იმიჯს საგრძნობლად წაადგება – ეს უნდა იყოს სტიმული ნებისმიერი დინამოელისთვის და აკადემიის ახალგაზრდებს უნდა გაუმძაფრდეთ იმის განცდა, რომ მათი თამაში და შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება.
ბევრი იყო დაინტერესებული, თუმცა არჩევანი ბრემენის ვერდერზე შევაჩერეთ – მართალია, ფინანსურად ვერდერზე უკეთესი წინადადებებიც გვქონდა, მაგრამ ვთვლით, რომ ის ფეხბურთის დონე და ცხოვრების რიტმი რაც გერმანიაშია, ახალგაზრდა მოთამაშის განვითარებისთვის საუკეთესო წინაპირობაა.
გიორგის წარმატება მინდა ვუსურვო ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედი მაქვს ბუნდესლიგაშიც ისეთივე წარმატებით ითამაშებს, როგორც ეროვნულ ასპარეზზე“, – ნათქვამის განცხადებაში.