“დინამოს” შეკრების მეოთხე დღე
თურქული შეკრების მეოთხე დღეს, დილით გამართული ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა ფეხბურთელებს დასვენების და განტვირთვის მიზნით პეინტბოლით გართობის საშუალება მისცა. შეკრების და მსოფლიო პირველობის დღევანდელი შეხვედრების შესახებ კი თავიანთ აზრს დავით ხურცილავა და ბუდუ ზივზივაძე გაგვიზიარებენ.
დავით ხურცილავა – შეკრებაზე ყველაფერი კარგადაა, ბიჭები მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს და ვემზადებით. დღევანდელ შეხვედრებზე, ვფიქრობ კოლუმბია საბერძნეთს მოუგეს, ბერძნები ისეთი ძლიერები ვეღარ არიან, როგორც ადრე. ურუგვაის, იტალია და ინგლისი ჰყავს ჯგუფში და კოსტა-რიკას აუცილებლად უნდა აჯობოს. იტალია-ინგლისზე ფრეს ვფიქრობ. დღის ბოლო მატჩში კი იაპონიისკენ ვიხრები.
კოლუმბია – საბერძნეთი 1
ურუგვაი – კოსტა რიკა 1
იტალია – ინგლისი X
კოტ დივუარი – იაპონია 2
ბუდუ ზივზივაძე – ჩემთვის პირველი შეკრებაა პირველ გუნდთან ერთად და მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები. დიდ დატვირთვებს ვიღებთ, მაგრამ ყველაფერი ბურთთან ერთად ხდება, რაც ყველას მოგვწონს. მსოფლიოს ჩემპიონატის დღევანდელი შეხვედრების შესახებ კოლუმბიას საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ მოიგებს. იტალია თავის სტილში ალბათ ფრეს ითამაშებს ინგლისთან. ურუგვაის ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს და მგონია, რომ აუცილებლად მოიგებს და მიუხედავად იმისა, რომ არც იაპონიას ჰყავს ცუდი გუნდი, ვფიქრობ, რომ მაინც კოტ დივუარი იმარჯვებს.
კოლუმბია – საბერძნეთი 1
ურუგვაი – კოსტა რიკა 1
იტალია – ინგლისი X
კოტ დივუარი – იაპონია 1
FCDinamo.GE