“დინამოს” ჟვანია გაუძღვება

თარიღი: დეკემბერი 6, 2013

დღეს “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში დუშან უჰრინი ჟურნალისტებს შეხვდა. ჩეხი სპეციალისტი კარიერას სამშობლოში, “პლზენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გააგრძალებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რომან ფიფია, რომელმაც “დინამოს” მთავარი მწვრთნელის მოვალობის შემსრულებელიც წარადგინა. ამიერიდან თბილისელებს მალხაზ ჟვანია უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა სპეციალისტი ბოლო პერიოდში “დინამო 2”-ს წვრთნიდა, მანამდე კი მარტვილის “მერანში” მოღვაწეობდა.

დუშან უჰრინი: დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რომან ფიფიას, რომელიც ყველფერს აკეთებს კლუბისთვის. უამრავი დადებითი მახსოვს აქ გატარებული პერიოდიდან. გავიცანი ბევრი ადამიანი, ახალი მეგობრები. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, სწორე საქართველოში გავხდი პირველად ჩემპიონი, რაც ყოველთვის კარგ მოგონებად დარჩება. ასევე დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ყოველთვის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას. და როგორც შევპირდი, “ტორპედოსთან” არასოდეს წამიგია.

რომან ფიფია: დიდ მადლობას ვუხდით დუშან უჰრინს და მას წარმატებები გვინდა ვუსურვოთ.

მინდა წარმოგიდგინოთ მალხაზ ჟვანია, რომელიც “დინამოს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. მე დიდი იმედებს ვამყარებ ამ პიროვნებაზე. და დარწმუნებული ვარ, რომ მალხაზს აქვს თავისი ხელწერა, რაც მან არაერთხელ დაუმტკიცა ქართველ ქომაგს. როგორ “მერანში” ასევე “დინამო 2”-ში. იმედს ვიტოვებ, რომ მალხაზი გაამართლებს ჩვენს ნდობას და შემდეგშიც გააგრძელებს მუშაობას ამ პოსტზე.

“დინამოში” გაწეულმა სამუშაომ დაგვანახა, რომ ჩვენმა მიმართულებამ ის შედეგი არ გამოიღო, რასაც ჩვენ ველოდით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდი გაახალგაზრდავებისკენ წავიყვანოთ. სხვა გუნდებთან შედარებით, ჩვენ გაცილებით დიდი ბიუჯეტი გვქონდა, თუმცა არასაკმარისი კონკურენციის ფარგლებში, ამას აზრი არ ჰქონდა. ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიყოთ იმ წრეში, რა წრეშიც გვიწევს თამაშები. უნდა მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ახალგაზრდებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლეგიონერებზე უარს ვიტყვით. უბრალოდ, უპირატესობა ახალგაზრდებს მიენიჭებათ. სასურველია, რომ ისინი ჩვენი აკადემიის აღზრდილები იყვნენ.

გვესმის, რო შესაძლოა ეს შედეგზეც აისახოს, თუმცა ახალგაზრდამ თუ წაგება არ ნახა, ის მომავალში მოგებასაც ვერ მოგვიტანს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მიზნები იცლვება.

მალხაზ ჟვანია: დიდი მადლობა ნდობისთვის. მზად ვარ ვემსახურო “დინამოს”, ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას რაც მაკისრია. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება. დანარჩენზე კი, ლაპარაკი ჯერ ადრეა.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედი” მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარს პარიზში ქანდაქება დაუდგეს (ფოტო)

ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს, პარიზში ძეგლი დაუდგეს. ამ ინფორმაციას თავად ფეხბურთელის ოფიციალური გვერდი ადასტურებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეში: “პარიზში ყოფნა მხოლოდ ერთი კვირით არის კარგი”

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა, პრესასთან საუბრისას პარიზი, როგორც ქალაქი, საჯაროდ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ 36 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდეში: “კრიშტიანუსგან საუკეთესო ჯერაც არ გვინახავს”

ჟორჟე მენდეშმა პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავის აგენტს, კრიშტიანუ რონალდუს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰიცფელდი: “ბასტიანისგან დიდებული მწვრთნელი დადგება”

მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდა, ოტმარ ჰიცფელდი, ბასტიან შვაინშტაიგერს დიდ სამწვრთენლო კარიერას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ ბასტიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოყვა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო, რომელიც საკუთარი ავტომობილით საწვრთნელი ბაზისკენ მიემართებოდა, ავტოავარიაში მოყვა. “მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხარაიშვილი: “ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო მატჩებზე ვფიქრობ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ხარაიშვილმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გიბრალტარის წინააღმდეგ გამართულ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” “საბურთალოს” 17 და 19-წლამდელებით ეთამაშება

ქუთაისის “ტორპედოს” სოციალურ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. “19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

“ლივერპულის” მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. არნოლდი პირველი მცველი გახდა პრემიერ ლიგის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ხარაიშვილის ტრავმამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მოგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ იყო საუკეთესო გიბრალტართან მატჩში?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩში გიბრალტარს ძალიან მძიმედ, 2-3 მოუგო. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდმა ესპანეთის სახელით თამაშზე უარი თქვა

ესპანურ პრესაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს კატალონიისა და ესპანეთის პოლიტიკურ დაპირისპირებას. საქმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს სტუმრად ძლივს მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრაში გიბრალტარს ესტუმრა და მძიმედ, 2-3 […]...
წაკითხვა