„დინამოში“ ესპანელი ფორვარდი ჩაირიცხა
თბილისის „დინამოში“ 30 წლის ესპანელი ფორვარდი – რაფა ჯორდა ჩაირიცხა. განვლილი სეზონის მეორე ნახევარი ჯორდამ იტალიის სერია B-ს „სიენაში“ გაატარა. ჯორდას საფეხბურთო კარიერის პირველ ეტაპზე ჯერ „ვალენსიას“ ახალგაზრდული გუნდი, შემდეგ კი, „ნუმანსია“ იყო. მერე იყო „ბენიდორმი“, „ალიკანტე“, „ერკულესი“ და 2 სეზონი „ლევანტეში“, საიდანაც ჯორდა ჩინურ „გუიჩჯოუ ჟენხეში“ გადავიდა, სადაც თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და თასის მფლობელი გახდა. ჯორდას კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.
რაფა ჯორდა – სასიამოვნოა, რომ „დინამოს“ წევრი გავხდი. გუნდის შესახებ ინფორმაციას ჩისკოსგან ვფლობ. მასთან ერთად „ლევანტეში“ ვთამაშობდი. ჩისკომ საუკეთესოდ დამიხასიათა „დინამო“, კლუბის ინფრასტრუქტურა, აქაური გარემო, ხალხი. ყველანაირად ვარ მომართული ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო.
fcdinamo.ge