დინამოსთან მგზავრებს ამერიკელმა ლეგიონერებმა ვერ უშველეს (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: თებერვალი 14, 2015

სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა „დინამომ“ მორიგი,  იოლი გამარჯვება მოიპოვა. 2 აფროამერიკელი კალათბურთელით გაძლიერებულმა „მგზავრები-არმიამ“ დინამოელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია და მეორე ნახევრის ჩაგდებით შეხვედრა 22 ქულით წააგო.

„მგზავრები-არმიას“ რიგებში 2 ამერიკელი ლეგიონერი ვიხილით – ადრიკ მაკკინი და ტამირ რაჰიმი. ეს ფერადკანიანი მოთამაშეები სუსტები არ არიან, თუმცა ვერც ისე გააძლიერეს ბუბა ბერიშვილი გუნდი, რომ არმიელთათვის გამარჯვება მოეპოვებინათ.

„დინამოს“ თავისი, დიდოსტატი ლეგიონერები ჰყავს. გარიკ შერმანმა თბილისურ გუნდში რიგით მეორე მატჩშიც გამოიჩინა თავი. ჟღალთმებიანმა ამერიკელმა ცენტრმა, რომელმაც წინა ტურში ბათუმში მოგებულ მატჩში 28 ქულა და 23 მოხსნა მიითვალა, ამჯერდაც შედეგიანად ითამაშა. შერმანის ანგარიშზე ამჯერად 23 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა, ხოლო მეორე ლეგიონერმა, სერბმა მარკო პოპოვიჩმა „მგზავრებს“ 15 ქულა ჩაუგდო.

გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა 23:8 მოიგეს. მანამდე, დიდ შესვენებაზე, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 4 ქულას შეადგენდა „დინამოს“ სასარგებლოდ. შერმანს და პოპოვიჩს მესამე პერიოდში ბესო ლეჟავაც აჰყვა და მათი შედეგიანობით ანგარიშში სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა. შედეგად, მადჩის ბედიც გაირკვა და საბოლოოდ შემდეგიი ანგარიში დაფიქსირდა: 79:55 „დინამოს“ სასარგებლოდ.

დინამოელთა ლიდერების მონაგარზე უკვე ვთქვით, რაც შეეხებათ დამარცხებულებს, საუკეთესო მაკკინლი გახდა, რომელმაც 13 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. მეორე ამერიკელმა, ტამირ რახიმმა, 8 ქულა მოაგროვა.

ტურის ბოლო მატჩი სპორტკომპლექს „არენაზე“ გაიმართება, სადაც „ოლიმპი“ „სოხუმს“ მასპინძლობს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): როგორც აღვნიშნე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ჩვენთვის უცნობი იყო გაძლიერებული ,,მგზავრების’’ წინააღმდეგ თამაში. უშუალოდ თამაშის დროს მოგვიწია კორექტირების შეტანა. მეორე ტაიმიდან ჩემს გუნდს უფრო აგრესიული დაცვა მოვთხოვე. შედეგი ნორმალურია, თუმცა რაღაც მომენტებში მაინც გვეტყობოდა მოდუნება და ესეც გამოსასწორებელია. ,,მგზავრები-არმიას’’ კი შემდეგში წარმატებებს ვუსურვებ.

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ქართველი მოთამაშეები ჰყავს და თან კარგი უცხოელებიც დაიმატეს. ჩვენ 23 დაკარგვა გვქონდა და ასეთ დროს მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენი ლეგიონერები ჯერ არ არიან სათანადო ფორმაში და მათგან განსაკუთრებულ თამაშს არც ველოდი. უბრალოდ, ამხელა სხვაობითაც არ უნდა წაგვეგო. როგორც ჩანს, არ ვიყავით სათანადოდ მზად და ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი. შევეცდებით, სამომავლოდ გამოვასოწოროთ.

superleague.ge  

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა