დივოკ ორიჯი: “ერთ დროს ჩემს გადაბირებას “ბაიერნი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ცილობდა”
მერსესაიდული “ლივერპულის” ბელგიელი შემტევი, დივოკ ორიჯი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც წარსულში მას მიუნხენის “ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგების საკმაოდ რეალური შანსი ჰქონდა.
“ყველაფერი 16-წლამდელთა ნაკრებიდან დაიწყო, სადაც ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე. შემდეგ “ლილს” ვესტუმრე, სადაც ედენ აზარმა უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა.
ჩემმა გულმა მითხრა: “ახლავე წადი “ლილში”. მახსოვს, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ მამაჩემმა მითხრა (სამზარეულოდან): “არჩევანი შენზეა, ისე მოიქეცი, როგორც გინდა” მე კი “ლილი” ავირჩიე.
2014 წელს კი თითქმის ყველგან მეპატიჟებოდნენ. ჩემით დაინტერესებული “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნიც” იყო სხვა კლუბებთან ერთად, მაგრამ ბოლოს მაინც “ლივერპულში” მოვედი.
როდესაც მოვედი, ყველამ იცოდა ჩემი სახელი, იცოდნენ ვინ ვიყავი, რაც მახარებდა. მათ იცოდნენ ჩემი შესაძლებლობებისა და ღირებულებების შესახებ, მე კი კლუბის ფილოსოფია მომწონდა და ვრწმუნდებოდი, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი.”