“გონიოს” პრეზიდენტი ფედერაციას და მსაჯებს: “თქვენ კლავთ ფეხბურთს!”
საფეხბურთო გუნდ “გონიოს” პრეზიდენტი დავით დოლიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. გუშინ “გონიო” თასის 1/16 ფინალში “ბეთლემთან” 1-0 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
“არა პოლიტიკურ ფეხბურთს!
არა მხარეობიას!
არა პოლიტიკურ ფედერაციას!
არა ჩაწყობილ თამაშებს!
არა ყველა შეტევა ოფსაიდი!
არა ყველა ჩვენი შეტევა ჯარიმა!
არანათესაობით გუნდის გაყვანა!
არა ბათუმის მერის ძმის გუნდის დახმარებას!
არა დაჩაგვრას პატიოსანი ხალხის!
ფეხბურთზე შეყვარებული და ჩემს კუთხეზე შეყვარებული კაცი ვარ, ნუ მომიკლავთ ოცნებებს, ნუ შემაძულებთ ფეხბურთზე ყურებას, ასე ნაგლად, უსამართლობა აუტანელია.
ასე ნაგლად და ასე სამარცხვინოდ ვიდეო გადაღებების მიუხედავად, ყველაზე ცუდი ქცევა არის ეს რაც მსაჯების მხრიდან იყო, თქვენი გამოსწორებული ფეხბურთის დედა მო….ნ,
თქვენ კლავთ ქართულ ფეხბურთს. ეს სამარცხვინოა ფედერაციისთვის, ასეთი უბანძესი მიდგომა.
ეს ყველაფერი ხდება, რომ გონიო ზეწოლის ქვეშ იყოს, ამიტომ მოვითხოვთ ჩვენს კლუბს ბოლო-ბოლო გადმოგვცენ გონიოს მოედანი ან საერთოდ მოგვცენ ვარჯიშის უფლება ახალ გფფ სტადიონებზე. თუ ამ ყველაფერზე უარს გვეუბნებით, გუნდს მოვხსნით ჩემპიონატიდან, ესეთი შევიწროვებით ჩვენს კუთხეში ვერ განვავითარებთ ქართულ ფეხბურთს.
ვთხოვეთ ფედერაციას, გამოგვიგზავნეთ გამოცდილი მსაჯები ,მაგრამ შედეგი ნული. რატომ? იმიტომ რომ ეს “გონიოს” გუნდია.
მიმიფურთხებია თქვენს ფეხბურთზე, თქვენს კენჭისყრაზე და თქვენს დალაგებულ უბანძეს ჩემპიონატზე.
ნათესავური კავშირებით დანიშნული სამსაჯო ბრიგადა
მსაჯების ლიგა
მსაჯთა ჩემპიონატია ქართული ფეხბურთი
ჩემი შვილები და ასევე მომავალი თაობა მინდა ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით, მინდა ჩემი კუთხის შვილები ცხოვრობდნენ სპორტით, მე რა პასუხი გავცე ჩემს შვილს, რომ მამა ეს ფეხბურთი არაა, აქ მსაჯები წყვიტავენ თამაშებს მეთქი?
არასწორი სპორტი საქართველოში” – დაწერა დოლიძემ.