‘დოლიძეს ჩემი ეშინოდა’ – სტაროპოლის კომენტარი ქართველთან მარცხის შემდეგ
არგნენტინელმა მებრძოლმა ლორეანო სტაროპოლიმ რომან დოლიძესთან წაგებული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სტაროპოლი აცხადებს, რომ ქართველ მეტოქეს მისი ეშინოდა.
“ზოგჯერ საქმეები ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა, თუნდაც ამ საქმეში მთელი გული ჩადო. ის გზა, რომელიც ავირჩიე, ძალიან რთულია. არ ვიცი, რა გეგმა ჰქონდა ღმერთს ჩემთვის, მაგრამ ვაპირებ მას ვუჩვენო, რომ მე მისი საუკეთესო ჯარისკაცი ვარ და არასოდეს ვიტყვი უარს იმაზე, რასაც ვაშენებ.
ამ ბრძოლისათვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი კვირა მქონდა და როგორც ჩანს, ჩემს მეტოქეს ჩემთან ჩხუბის ეშინოდა, რადგან მან ნოკდაუნში ვერ ჩამაგდო, უბრალოდ ერთი პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა.
რაც არ გკლავს, გაძლიერებს და ხალხის სიყვარული კიდევ უფრო მაძლიერებს. ჩემი ცუდი სერია არ მთავრდება, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებ. ბოდიშს ვიხდი ამ შედეგისათვის. მინდოდა, გულშემატკივრებისთვის სიხარული მიმენიჭებინა”, – აცხადებს სტაროპოლი”, – წერს სტაროპოლი.