Don Balon: “ზიდანი “ჩელსის” ფეხბურთელს უმიზნებს”
მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალს” შეტევის ხაზში პრობლემები აქვს, გარეტ ბეილს გამუდმებით ტრავმები აწუხებს, რონალდუ და ბენზემა კი, არც თუ ისე პროდუქტიულები არიან.
ამიტომაც მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვადასხვა გამორჩეული ფეხბურთელის დამატებას შეეცდება. ესპანელთა ინტერესები უკვე დიდი ხანია, რაც კეინს უკავშირდება, ასევე პერეს “იუვენტუსიდან” დიბალას დამატებაც სურს, მაგრამ ამჯერად საქმე “ჩელსის” გამთამაშებელს ედენ აზარს ეხება. ესპანელები გეგმავენ, რომ ბელგიელი ფეხბურთელი გარეტ ბეილის სანაცვლოდ შეიძინონ და იმედები სწორედ მასზე დაამყარონ.
შეგახსენებთ, რომ აზარი “ჩელსიში” 2012 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში, მან ლონდონურ კლუბში 262 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.