“დონამომ” “ქართული დერბი” ბოლო წუთზე მოიგო
თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის უმაღლესი ლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი დრდაქალაქალთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
უკვე მეორე წუთზე “დინამოს” კარს მეტოქის საჯარიმოში აღმოჩენილმა თორნიკე კაპანაძემ დაუმიზნა, რომლის დარტყმული არაზუსტი და სუსტი აღმოჩნდა. ორ წუთში “დინამოს” ჯერიც დადგა – გელაშვილი მეკარე მაქსიმე ქვილიაიას გასცდა, თუმცა მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა. მე-13 წუთზე იმავე კაპანაძემ ამჯერად თავით დაარტყა – კვლავ არაზუსტად. ცოტა ხანში ჯაბა ჯიღაურის თავურს ქვილითაია გაუმკლავდა. მე-19 წუთზე “დინამოს” კარს შორიდან ძლიერად შინდაგორიძემ დაუმიზნა, დამატებაზე კი კაპანაძის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ნიკოლოზ გელაშვილი მარჯვენა ფლანგიდან სწრაფად დაიძრა, მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ზუსტად მეკარისგან ახლო დაბალ კუთხეში დარტყმა არ გაუჭირდა – 1:0.
პირველი ნახევარი “დინამოელთა” გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმის დებიუტში ალექსანდრე იაშვილის მიერ შეარულებული ჯარიმა ქვილითაიამ მოიგერია. 58-ე წუთზე გელაშვილი კვლავ ქუთათურთა საჯარიმოში შეიჭრა, ამჯერად კი ვერ გაიტანა. ერთ წუთში გელაშვილის ნაცვკად მოედანზე ქვილითაია გამოვიდა.
79-ე წუთზე გიორგი ქიმაძე მასპინძელთა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შევიდა და გველესიანს თამაშის წესის დარღვევა აიძულა – მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ ზუსტად შეასრულა – 1:1.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბაჩანა არაბულის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. იქვე მსაჯთან კამათისთვის ბაქარ მირცხულავამ წითელი ბარათი მიიღო. 11-მეტრიან ნიშნულთან მისულ ქვილითაიას ნერვებმა არ უმტყუნეს – 2:1
“დინამო” – “ტირპედო” 2:1
გოლები: გელაშვილი 40′ ქვითაია 90+’ – კუხიანიძე 77′
შეხვედრის ფოტომიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზევთ.