დონარუმა: “ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ “მილანში” დარჩენა მინდა”
“მილანის” 18 წლის მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, რომლის გადაბირებითაც ევროპული ფეხბურთის 11 გრანდი ინტერესდებოდა (მისივე აგენტის ცნობით), აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელება “მილანში” სურს.
“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ “მილანში” დარჩენა მინდა.
ძალიან მშვიდად ვარ და გუნდის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობ. ჩემმა აგენტმა და ყველა საჭირო მხარემ იცის ჩემი სურვილების შესახებ.
“მილანის” ფერებთან ძალიან ახლო კავშირი მაქვს. პირიქით, მინდა ქალაქში სახლი ვიყიდო, რომელიც ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს დაიტევს,” – აცხადებს იტალიელი მეკარე.