დონარუმამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
იტალიურ პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ცნობებს თუ დავეყრდნობით, ჯანლუიჯი დონარუმას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
როგორც ცნობილი ხდება, დონარუმა “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის საგზურს მოიპოვებს.
მართალია, ჯიჯიო დონარუმა მსოფლიო ფეხბურთში კარგა ხანია გამოჩნდა, თუმცა 22 წლის იტალიელ მეკარეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯერაც არ უთამაშია.
რაც შეეხება “როსონერის” მიერ შეთავაზებულ კონტრაქტს, მილანური გრანდი დონარუმას წელიწადში 8 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით. მისი აგენტი, მინო რაიოლა, კი ორწლიან ხელშეკრულებასა და 10-მილიონიან ხელფასს ითხოვს.~