დონარუმამ შესაძლოა, “მილანთან” კონტრაქტი მაინც გაახანგრძლივოს
“მილანის” კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ გუნდის გამოცვლა გადაიფიქრა და მზად არის, “როსონერისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს.
იტალიელი მეკარე ამჟამად პოლონეთში იმყოფება, სადაც 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას. “სქაი იტალიას” ცნობით, 18 წლის კიპერმა საკუთარი აგენტი მინო რაიოლა პოლონეთში იხმო. დონარუმა მზად არის, რომ კარიერის “მილანში” გაგრძელების ვარიანტი განიხილოს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანთან” შრომით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებდა და სხვა გუნდში გადაბარგდებოდა.