დონარუმამ სკოლის გამოცდები არ ჩააბარა
“მილანის” მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ სასკოლო გამოცდების ჩაბარების მაგივრად, იბიცაზე დასვენება გადაწყვიტა.
18 წლის ფეხბურთელს გამოცდა უფრო ადრე უნდა ჩაებარებინა, თუმცა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ასპარეზობის გამო, ის 5 ივლისამდე გადაიდო. იტალიის საგამაცდო კომისიის პრეზიდენტი, ელდა ფროჯო აცხადებს, რომ დონარუმამ უპატივცემულობა გამოხატა.
“მსგავსი დამოკიდებულება სკოლის, კომისიისა და სტუდენტების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა. ბატონმა დონარუმამ გვთხოვა, რომ მისთვის დამატებითი დრო მიგვეცა. განათლების მინისტრი სპორტში ჩართულ ადამიანებს შეღავათს უკეთებს, დონარუმას კი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა.
რა თქმა უნდა, დონარუმას გამოცდა გადაიდო. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გამოცდის ჩაბარების მაგივრად, ის მეგობარ გოგონასთან ერთად იბიცაზე გაემგზავრა”, – უთხრა პროფესორმა ელდა ფროჯომ ANSA-ს.