დონარუმასთვის ბრძოლაში ინგლისური გრანდი დაწინაურდა
“მილანის” კიპერ ჯანლუიჯი დონარუმას კლუბთან შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, წამყვანი ევროპული კლუბები კი სიტუაციას აკვირდებიან და იტალიელი მეკარის დამატების სურვილს გამოთქვამენ. აქამდე ყველაზე მეტად მიუნხენის “ბაიერნი” და “პარი სენ-ჟერმენი” აქტიურობდნენ, მაგრამ ინტერნეტპორტალი Todo Fichajes-ი იუწყება, რომ დონარუმას ტრანსფერისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედი” დაწინაურდა. წყაროს თანახმად, “წითელი ეშმაკები” იტალიელ კიპერს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მეკარედ გახდომას ჰპირდებიან.
ჯანლუიჯი დონარუმამ იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 22 მატჩში 25 ბურთი გაუშვა, რვა შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მეკარე დავიდ დე ხეა გახლავთ, გუნდის მეორე კიპერი კი დინ ჰენდერსონია.