დორტმუნდის “ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრას გამოეხმაურა
ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრამ გერმანული კლუბი A ჯგუფში გაანაწილა, სადაც მისი მეტოქეები მადრიდის “ატლეტიკო”, “მონაკო” და “ბრიუგე” იქნებიან.
წილისყრა დორტმუნდელთა გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ შეაფასა:”ძალიან ამბიციურ ჯგუფში ვართ. “მონაკოსთან” ჩვენი გზები გასულ წელსაც გადაიკვეთა. მოუთმენლად ველით “ბრიუგესთან” და ძალიან ამბიციურ “ატლეტიკოსთან” თამაშს. “ატლეტიკო” უმაღლესი დონის კლუბია, თუმცა მათთან თამაში რაღაც განსაკუთრებული იქნება.”
“რთული ბრძოლა გველის ძლიერ მეტოქეებთან, უპირველესყოვლისა, “ატლეტიკოსთან”, რომელიც ძალიან გამოცდილი და კარგად ორგანიზებული კლუბია. რაც შეეხება “მონაკოს”, ორი წლის წინ მათ “მანჩესტერ სიტი” გამოთიშეს ასპარეზობას და ნახევარფინალამდე მივიდნენ. “ბრიუგე” კი ტიპური ბელგიური კლუბია და ნაკრებმაც დაამტკიცა, თუ რამდენად ძლიერები არიან ბელგიელები. ჩვენ გამოწვევებს ვიღებთ,” – აცხადებს დორტმუნდის “ბორუსიას” თავკაცი ლუსიენ ფავრე.