დორტმუნდის „ბორუსია“ ოც მილიონს ითხოვს
„კრისტალ პალასი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელით ადრიან რამოსით დაინტერესდა.
როგორც ცნობილია, ორივე კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილეს. გერმანელებმა რამოსის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო მოითხოვეს (16 მილიონი ფუნტი). ინგლისური კლუბი ნაკლები თანხის გადახდას იმედოვნებს, რის გამოც მხარეები მოლაპარაკებას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ რამოსი დორტმუნდელებს გასულ ზაფხულში შეუერთდა – აქამდე ის ბერლინის „ჰერტას“ ფერებს იცავდა..