დორტმუნდის “ბორუსიამ” “ატლეტიკოსთან” ტორესის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია
მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, ოლივერ ტორესი დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას დაიცავს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბებმა შეთანხმებას სულ ცოტა ხნის წინ მიაღწიეს.
21 წლის ნახევარმცველი “ატლეტიკოს” აღრზდილია, ის მშობლიური კლუბის პირველ გუნდში 2012 წელს ჩაირიცხა, თუმცა 2014 წელს “ვილიარეალში” გაანათხოვრეს, რის შემდეგაც იჯარით “პორტუში” ითამაშა.
როგორც ირკვევა, ესპანელი ფეხბურთელი დორტმუნდში 2018 წლამდე დარჩება.