დორტმუნდის “ბორუსიამ” დონალდ ტრამპი დატროლა
გერმანული ბუნდესლიგის გრანდმა, დორტმუნდის “ბორუსიამ” დონალდ ტრამპის წამოწყებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, დორტმუნდელები აშშ-მექსიკის საზღვარზე 15-მეტრიანი კედლის აშენების წინააღმდეგები არიან.
როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეუდგა თავისი გეგმის შესრულებას (ქვეყნებს შორის საზღვარის გამკაცრებას), რის გამოც აშშ-ს ტერიტორიაზე მყოფ მილიონობით ემიგრანტს დეპორტაცია ემუქრებათ.
“ერთადერთი კედელი, რომლისაც გვჯერა” – ასეთი რამ “დატვიტა” კლუბის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში.
The only #wall we believe in. ???? pic.twitter.com/nIL4ws0UY1
— Borussia Dortmund (@BVB) January 26, 2017
დაახლოებით ასეთი ტიპის გზავნილი დაურთო “ბარსას” ექს-ფეხბურთელმა, მექსიკელმა რაფა მარკესს “ბლაუგრანს” მაისურით გატანილ საჯარიმოს – “თუ ჩვენს ძალებს ვირწმუნებთ, ვერანაირი კედელი ვერ შეგვაჩერებს.”
No hay #muro capaz de detenernos si creemos en nosotros mismos. #4ctitud. pic.twitter.com/gMZPMj1m1G
— Rafa Marquez (@RafaMarquezMX) January 25, 2017