დორტმუნდის “ბორუსიას” ულტრასების ღირსეული საქციელი
მსოფლიო კორონავირუსის პანდემიასა და ამ პანდემიისგან გამოწვეულ შიშს აქვს დაპყრობილი. 2020 წელს გამოჩენილი ვირუსი განსაკუთრებით სახიფათოა ხანდაზმულ და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.
მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრებს კეტავენ და მოსახლეობას სახლში დარჩენის რეკომენდაციას აძლევენ – განსაკუთრებით კი რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დორტმუნდის “ბორუსიას” ულტრასების ჯგუფი “Sudtribune Dortmund” მთელი რეგიონის მასშტაბით რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს გარკვეული ნივთებით ამარაგებენ და კონკრეტულ სერვისებსაც სთავაზობენ, რათა სახლის დატოვება არ მოუწიოთ.
“ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მდგომარეობაა ამ მომენტში ქვეყანაში. ხვალ დილის 11 საათიდან 17 საათამდე დორტმუნდში მცხოვრებ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს შეძლებისდაგვარად ყველა საჭირო საკურიერო სერვისის უზრუნველყოფას ვპირდებით,” – ვკითხულობთ ულტრასების განცხადებაში.