“დორტმუნდის” ლეგენდები – თბილისის “დინამოს” ლეგენდები 3:2 (ვიდეო)
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ვეტერან ფეხბურთელებს შორის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას თბილისის “დინამოც” იღებს.
თბილისურმა გუნდი A ჯგუფის მეორე შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიას” ვეტერანებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. “დინამოს” რიგებიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.
შეგახსნებთ, რომ “დინამომ” პირველ მატჩში ლევერკუზენის “ბაიერი” 4:2 დაამარცხა. ქართული გუნდი ჯგუფში ბოლო მატჩს ხვალ, 12 იანვარს “შალკეს” წინააღმდეგ გამართავს.
“დინამოს” შემადგენლობა: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.
დორტმუნდის “ბორუსიას” ლეგენდები 3:2 თბილისის “დინამოს” ლეგენდები
იხილეთ ვიდეო