დორტმუნდის მაცხოვრებლები “მონაკოს” ფანებს ღამის გასათევ ადგილებს სთავაზობენ (ფოტო)
როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდში, “ბორუსიას” ავტობუსთან მომხდარი აფეთქებების გამო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მონაკოსთან” გასამართი შეხვედრა გადაიდო. დორტმუნდის მაცხოვრებლები სოლიდარულნი არიან და სპეციალური ჰეშთეგით BedForAwayFans (საწოლი სტუმარი ფანებისთვის) “მონაკოს” იმ ფანებს, რომლებიც მატჩის შემდეგ ქალაქის დატოვებას აპირებდნენ, ღამის გასათევ ადგილს სთავაზობენ.
დორტმუნდის არაერთმა მაცხოვრებელმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქალაქში დარჩენილ სტუმრებს ღამის გასათევად ადგილი გამოუყოს.
შეგახსენებთ, რომ “ბორუსიას” ავტობუსთან სამი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი ბაზიდან სტადიონისკენ გადაადგილებას იწყებდა. აფეთქების შედეგად ხელი დაიშავა გერმანული გუნდის მცველმა მარკ ბარტრამ, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესპანელი ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს და ახლა სახლში იმყოფება. მცირეოდენ დაზიანდა კლუბის ავტობუსიც.
“ბორუსიასა” და “მონაკოს” შორის სამშაბათს გასამართი შეხვედრა მომხდარის გამო გადაიდო და ის 12 აპრილს, თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მატჩზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.