“დორტმუნდმა” “ჰერტას” აჯობა
გერმანული ბუნდესლიგის 32-ე ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” ბერლინის “ჰერტას” უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლით სძლია.
მატჩის ბედი მეორე ნახევარის დებიუტში უკვე გადაწყვეტილი იყო. მე-9 წუთზე მასპინძლები სუბოტიჩმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ 2 წუთში კი ბერლინელთა კარი დურმმა დალაშქრა.
ამრიგად, დორტმუნდელთა აქტივში 43 ქულა და მე-7 პოზიციაა. “ჰერტა” კი გასავარდნ ზონას უახლოვდება.