დრამა “მეაცაზე”: “ინტერმა” ორ წუთში გატანილი ორი გოლით “ფიორენტინას” გამარჯვება წაართვა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 27, 2020

დრამატულ ბრძოლაში წარიმართა იტალიის სერია A-ს II ტურში მილანის “ინტერსა” და “ფიორენტინას” შორის გამართული მატჩი. შეხვედრის მიმდინარეობისას სტუმრები ორჯერ იგებდნენ, თუმცა “ნერაძურიმ” მეტოქეს გამარჯვება არ დაანება. 87-ე წუთისთვის ანგარიში 2:3 გახლდათ, თუმცა რომელუ ლუკაკუმ წონასწორობა აღადგინა, ორ წუთში კი დანილო დამბროზიომ მილანელები სულაც დააწინაურა და “ინტერმა” დიდი ბრძოლის შედეგად სამი ქულა ჩაიწერა.

იტალიის სერია A
II ტური
“ინტერი” — “ფიორენტინა” 4:3 (1:1)
გოლები: მარტინესი 45+2′, ჩეკერინი 52′ (ა.გ.), ლუკაკუ 87′, დამბროზიო 89′ — კუამე 3′, კასტროვილი 57′, კიეზა 63′.



მსგავსი სიახლეები