დრამა ზესტაფონში: “კოლხეთისა” და “ჩიხურას” შედეგიანი ფრე (ვიდეო)
დღეს ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ფოთის “კოლხეთი” საჩხერის “ჩიხურას” ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” დაუხვდა.
23-ე წუთზე ვლადიმერ პანამარიოვმა სახიფათო თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო და ფოთელები ათი კაცით დარჩნენ. თუმცა, ზუსტად ექვს წუთში ლაშა გოგონაიამ “კოლხეთის” დაწინაურება მოახერხა. მეორე ნახევარში მოედანზე დავით იონანიძე გამოვიდა, რომელმაც შესვლიდან შვიდ წუთში, 64-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. 69-ეზე გიორგი ბუხაიძემ თავური დატყმით მეგრელთა კარი აიღო და წინ გაიყვანა იმერული კლუბი. ამის შემდეგ “ჩიხურას” რამდენიმე კარგი მომეტი ჰქონდა, თუმცა მთავარმა გოლეადორმა, გიორგი გაბედავა ვერ ივარგა. სამაგიეროდ, არ დანებდა “კოლხეთი” და 79-ე წუთზე პეტერსონ კაბორეს ლამაზი, გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ილია მიხაილოვმა შეაგდო. საბოლოოდ, ეს დაძაბული მატჩი ანგარიშით, 2-2 დასრულდა.
ამ ფრის შემდეგ “კოლხეთს” ცხრა ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ხოლო, “ჩიხურა” 19 ქულით მესამე საფეურზე იმყოფება.