დრამატული მატჩი ბენდელაზე

თარიღი: სექტემბერი 12, 2015

საბურთალო-სამტრედია 3:2

თბილისი. ბენდელა

1:0 ხარაიშვილი (7), 2:0 მარგველაშვილი (39), 2:1 ცნობილაძე (57), 3:1 თებიძე (70სკ), 3:2 ცინცაძე (90)

საბურთალო: ქურდაძე (სანიკიძე 59), ნ.იაშვილი, თოთაძე, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ფანცულაია (კოხრეიძე 57), ხარაიშვილი, გოშთელიანი, დვალი (მამუჩაშვილი 57), საბანაძე

სამტრედია: თებიძე, სანდოხაძე (მარკოზაშვილი 46), მთივლიშვილი, შერგელაშვილი (ჯიქია 71), ცნობილაძე, დათუნაიშვილი, ენდელაძე, რაჟამაშვილი, ზივზივაძე, სიხარულიძე

გაძევება: მთივლიშვილი (74)

ყველაფერი ჩაიტია ამ მატჩმა: 5 გოლი, უამრავი საგოლე მომენტი, 8 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი, დაძაბულობა, ნერვიულობა…

მატჩი საბურთალოელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მეშვიდე წუთზე დვალის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა ხარაიშვილი, რომელმაც თებიძეს ჯერ თავზე გადაუგდო ბურთი, შემდეგ კი კარში გადაგზავნა.

მასპინძლები ამის შემდეგაც მწვავედ უტევდნენ. მომენტი ჰქონდა საბანაძეს, თოთაძის ჯარიმა მეკარემ მოიგერია. შიგადაშიგ შეტევებს სამტრედიელებიც გამოურევდნენ, მაგრამ დასამახსოვრებელი მხოლოდ ერთი ნახევრად მომენტი იყო, როდესაც ენდელაძის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ.

მასპინძელთა შეტევებმა კი შედეგი 39–ე წუთზე გამოიღო, როდესაც კუთხურის შემდეგ სამტრედიელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა და ყველაზე ადრე სიტუაციაში მარგველაშვილი გაერკვა – მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ იმერლები და ქურდაძეს ორი რთული ბურთის მოგერიება მოუხდა.

მეორე ტაიმის დასაწყისი სტუმრების იყო, ზივზივაძემ ორჯერ დარჩა მეკარესთან პირისპირ და მომენტები გაანიავა. თუმცა სამტრედიელთა აქტიურობამ შედეგი მაინც გამოიღო. კუთხურის შემდეგ ცნობილაძემ ბურთი თავით გადაგზავნა კარში.

სტუმრებმა გასათანაბრებლად გაიწიეს, თავის მხრივ „საბურთალოს“ კონტრშეტევებიც სახიფათო იტო. საბანაძემ ვერ შეირგო საჩუქარი, მარგველაშვილმა ახლოდან ვერ გაიტანა. ცნობილაძემაც დაინდო მასპინძლები, რასაც კუთხური მოჰყვა, ხოლო მის გათამაშებას მარკოზაშვილის დარტყმა და მეკარის შესანიშნავი რეაქცია.

70–ე წუთზე კი თებიძემ სტუმრები დააღალატა. საჯარიმოს გარეთ მყოფმა უწყინარ სიტუაციაში ბურთის მოშორების ნაცვლად გოშთელიანის მოტყუება განიზრახა, ეს კი გამოვიდა, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა პასი საჯარიმოში მყოფი თანაგუნდელისთვის გადაეწოდებია, თუმცა ამის ნაცვლად პირდაპირ საკუთარ კარში გაგზავნა.

მალევე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ: მთივლიშვილმა ჯერ უხეშობისთვის მიიღო ყვითელი ბარათი, რომელიც გააპროტესტა და ცხვირწინ მეორე ყვითელი აუფრიალეს.

„სამტრედია“ არ გატყდა, მომენტი დათუნაიშვილს ჰქონდა. შემდეგ ერთ შეტევაში ნახევარი „საბურთალო“ ურტამდა თებიძის კარში, მაგრამ ბურთი სასწაულებრივად არ შევიდა კარში. სამტრედიელი ზივზივაძე კიდევ ერთხელ დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ სანიკიძემ აუღო, დამატებაზე კი თავად ზივზივაძემ ააცილა კარს. საპასუხოდ ჩაბრაძემ წამოიწყო კარგი რეიდი და გოშტელიანი შესანიშნავ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ საბურთალოელს მეკარემ აჯობა.

90–ე წუთზე „სამტრედიამ“ ისევ სტანდარტულით იხეირა: ფლანგიდან ჩაწოდებული ჯარიმა ცინცაძემ გადაგზავნა კარში – 3:2.

მსაჯმა 4 წუთი დაამატა. იმერლებს ამ დროში გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ სიხარულიძის დარტყმის შემდეგ შესანიშნავად ითამაშა სანიკიძემ და მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა.

ამ ტურში ყურადღებას იპყრობდა ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ქიმაძემ თავი მე-60 წუთზე გამოიჩინა. მასპინძლებმა წონასწორობა ათიოდე წუთში გოგიტიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ აღადგინეს.

საინტერესო მატჩს ველოდით გორში, სადაც „დილა“ „ცხინვალს“ მასპინძლობდა, მაგრამ გორელებმა შეხვედრას აზრი პირველივე ტაიმში დაუკარგეს, როდესაც მარცვალაძის დუბლისა და ნონიკაშვილის გოლით 3:0 დაწინაურდნენ. საბოლოოდ, მატჩი ასე დასრულდა.

პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში ფოთის „კოლხეთმა“, რომელმაც ქებურია ერთადერთი გოლით დაამარცხა ქობულეთის „შუქურა“.

საჩხერის „ჩიხურამ” მუმლაძისა და კუჭუხიძის მიერ შესრულებულით დუბლით სტუმრად 4:1 მოუგო „ზუგდიდს”. ერთადერთი საპასუხო გოლი სამუშიამ პენალტით გაიტანა.

უგოლოდ დასრულდა თერჯოლის „საპოვნელასა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი.

სატურნირო ცხრილი:

1.დინამო (თბ) 4 4 0 0 16-2 12

2.დილა 4 3 1 0 8-1 10

3.ჩიხურა 4 3 0 1 8-2 9

4.სამტრედია 4 3 0 1 10-7 9

5.საბურთალო 4 3 0 1 6-7 9

6.დინამო (ბთ) 4 2 2 0 9-2 8

7.სიონი 4 2 2 0 4-1 8

8.ცხინვალი 4 2 0 2 9-8 6

9.ტორპედო 4 1 2 1 6-4 5

10.გურია 4 1 1 2 5-6 4

11.ლოკომოტივი 4 1 0 3 6-8 3

12.შუქურა 4 1 0 3 2-6 3

13.კოლხეთი 4 1 0 3 1-5 3

14.საპოვნელა 4 0 1 3 2-10 1

15.ზუგდიდი 4 0 1 3 3-15 1

16.მერანი 4 0 0 4 3-14 0



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა