დრამატული მატჩი ელიტ ლიგაში
ელიტ ლიგის გათამაშების გადადებულ მატჩში ერთმანეთს ორი აუტსაიდერი “გრანდი” და “ნორჩი დინამოელი” დაუპირისპირდნენ.
პირველ ტაიმში “გრანდელები” დომინირებდნე, რაც შედეგზეც აისახა და დავით ლომაშვილის გოლით “გრანდმა” პირველი ნახევარის მოგება მოახერხა.
თუმცა, მეორე ტაიმში მატჩის სცენარი შეიცვალა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე “ნორჩი დინამოელის” ფეხბურთელებმა მცირე ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს. “გრანდი” არ დანებდა და თამაზ მუჩაიშვილის გოლით ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა. მაგრამ, სტუმრებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და შეხვედრის ბოლო წამზე გამარჯვების გოლი გაიტანეს – 2:3.