დრაქსლერი: “ბაიერნთან” სათამაშოდ მზად ვართ, ჩვენ “ბარსელონა” გავაგდეთ”
ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” გერმანელი შემტევი, იულიან დრაქსლერი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე პრესასთან საუბრობს.
“საკმაოდ რთული წილისყრა იყო ჩვენთვის. “ბაიერნი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. გასულ წელს მათთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში დავმარცხდით. თუმცა ჩვენც ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს.
ძალიან ინტენსიურ დაპირისპირებებს ველი და ვთვლი, რომ ყველაფერს პატარა დეტალები გადაწყვეტენ. ვგრძნობ, რომ “ბაიერნთან” სათამაშოდ მზად ვართ.
“ბარსელონა” შესანიშნავი გუნდია. ისინი გასვლაზე ანგარიშით 4:1 დავამარცხეთ. დიდებული მატჩი იყო. ჩვენ “ბარსელონა” გავაგდეთ და ამის ხარჯზე უფრო თავდაჯერებულები გავხდით,” – აცხადებს დრაქსლერი.
“პარი სენ-ჟერმენი” “ბაიერნს” 7 აპრილს შეერკინება. განმეორებითი მატჩი კი 13 აპრილს არის ჩანიშნული.