დრაქსლერი: “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებაზე არ ვფიქრობ”
სხვადასხვა გამოცების მიერ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იულიან დრაქსლერი “პსჟ”-ს დატოვებას გეგმავდა. მის სახელს მიუნხენის “ბაიერნს” უკავშირებდნენ და დიდი ალბათობით, მას რიბერი უნდა ჩაენაცვლებინა.
ამ თემასთან დაკავშირებით დრაქსლერმა ჟურნალისთან ისაუბრა: “მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს “პარი სენ-ჟერმენის” დატოვებაზე არ ვფიქრობ. ჯერ მხოლოდ პირველი წრის ნახევარი გავიდა და მე “პსჟ”-ს წარმატებაზე ვარ ორიენტირებული, ამიტომაც კლუბის დატოვებაზე საფიქრლად ეს შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ბუნდესლიგა ყოველთვის საინტერესოა“, – აცხადებს გერმანელი შემტევი.
შეგახსენებთ, რომ იულიან დრაქსლერი პარიზში 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა, ამ დროის განმავლობაში, მან 39 შეხვედრაში 12 გოლი და 7 ასისტი ჩაიწერა აქტივში.